შაბათი, 2024-05-18
RAMADI.UCOZ.COM
სექციის კატეგორიები
კინოები
კლიპები
პროგრამები
თამაშები
სურათები
ქაუნთერ სტრაიკი
Cd key crack
ვიდეოები ომზე
მუსიკები
მულტფილმები
ანტი ვირუსები
LIVE FOR SPEED
სტატიები
ონლაინ ვიდეო
მობილურისთვის
zzzzzzzzzzzzzzzzzz
ზზზზზ
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
რეკლამა 2
zzzzzzz
მთავარი » 2010 » იანვარი » 13 » 2010 BMW E89 Z4 sDrive35is
10:47 PM
2010 BMW E89 Z4 sDrive35is


კლასიკური პროპორციებისა და თანამედროვე სპორტულობის შერწყმამ Z4 მიიყვანა აღიარების  მწვერვალამდე და დღეს ქარიზმული Z4 Roadster შედის ახალ განზომილებაში თავისი უმაღლესი  სტანდარტების შესაფერისი მახასიათებლების წყალობით, რაც მოიცავს როგორც BMW TwinTurbo  ტექნლოგიებს, ასევე 7 საფეხურიან ავტომატურ სიჩქარეთა კოლოფს, ///M სპორტპაკეტს და  თვითრეგულირებად დაკიდებას.

 მიზანმიმართულმა ძრავის ოპტიმიზაციამ გაზარდა მისი მაქსიმალური  სიმძლავრე. Z4_ის 3.0 ლიტრიანი ძრავი გამოყოფს 340 ცხენისძალას. ”BMW E89 Z4 sDrive35is”_ის გამოკვეთილმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა იგი გახადეს საკმაოზე მეტად ეფექტური ყველა სიტუაციაში. ძრავის და სიჩქარეთა კოლოფის განახლების შემდეგ გაძლიერდა  ადგილიდან დაძვრის მომენტიც და ახალი Z4 100კმ/სთ_ს ანვითარებს სულ რაღაც 4,8 წამში. აღსანიშნავია, რომ ასეთი სიმძლავრის მიუხედავად ეს მოდელი არ ხარჯავს ბევრ საწვავს, მას ესაჭიროება 9 ლიტრი 100 კილომეტრის დასაფარავად.

  ზოგისთვის შეიძლება ძრავის სიმძლავრის გაზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირში იყოს ავტომობილის წონის მომატებასთან , რადგან ძალის გაზრდა ხდება ცილინდრების და მრავალი სხვა დეტალის დამატებით, რაც თავისთავად ზრდის ავტომობილს როგორც მოცულობაში ასევე წონაშიც, მაგრამ BMW_ს ინჟინრებისთვის ეს ასე არ არის. ”BMW Twin Turbo Power" იყენებს 2 მცირე ზომის ტურბოკომპრესორს, რომლებიც აწვდიან 3_3 ცილინდრს(Z4_iის შემთხვევაში) ზლიერ შეკუმშულ ჰაერს, რის შედეგადაც სიმძლავრე მკვეთრად იზრდება, ხოლო წონა კი თითქმის უცვლელი რჩება.
  ”BMW E89 Z4 sDrive35is”_ის მსოფლიო დებიუტის ადგილია 2010 წლის ’ჩრდილო ამერიკის საერთაშორისო ავტო-შოუ’(NAIAS), რომელიც დეტროიტში იმართება. მეტი სივრცე და მეტი ლიმძლავრე Z4_ს ხდის მეტად სასიამოვნო სამართავს. ახალი ძრავით  Z4 ანვითარებს 250კმ/სთ_ს, ხოლო ვინც ამ მოდელს მართავს, ეუფლება შეგრძნება თითქოს მისი ავტომბილი ცდილობს გამოაჩინოს რამდენად ”მხეცური” ბუნებისაა იგი. ბოლო განვითარბის შემდეგ Z4 გახდა უდავო ლიდერი თავის კლასში.

  Z4_ის მოკლე ისტორია:  BMW Z4 (ანუ E86), რომელმაც ჩაანაცვლა Z3, წარმოებაში ჩაეშვა 2002 წლიდან . Z4 უფრო დიდი და შესახედავად უფრო სოლიდური მოდელია. Z4_ის ორადგილიანი ვერსია რამოდენიმე წლის დაგეგმარების შემდეგ როგორც იქნა დამზადდა და პრეზენტაცია შედგა 2006 წელს. ის ააწყვეს სამხრეთ კაროლინაში, ქ.სპარტანბურგში. BMW Z4_ის დიზაინერია დნიელი Andres Warming, რომელმაც შემდგომ Z4_ის მრავალი დეტალის გამოყენებით შექმნა ”Mille Miglia Concept".

  2003-2005 წლებში Z4  იყენებდა 2.5 და 3.0 მოცულობის V6 ძრავებს, რომლებიც შესაბამისად გამოიმუშავებდნენ 225 და 184 ცხენისძალას. მომდევნო წლებშიც Z4 _ს ისეთი განვითარება არ ჰქონია, რომ ერთი მოდელი მეორისაგან გამორჩეული ყოფილიყო. დღეისათვის კი Z4 აქვს 4 ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული V6 ძრავი: 2.2l , 2.5l , 3.0l და 3.2l მოცულობის. 2008 წელს შეწყდა Z4_ის ამერიკაში, ქ.სპარტანბურგში აწყობა და მთელი წარმოება გერმანიაში, ქ. რეგენსბერგში გადავიდა, სადაც დაიწყო Z4_ის ახალი თაობის მოდელებზე მუშაობა, კერძოდ კი, ჩვენს მიერ ნაქებ ”BMW E89 Z4 sDrive35is”_ზე.

  ახალი Z4_ის გარეგნობასა და დიზაინზე არ ვსაუბრობთ ამ სტატიაში, რადგან თავად გაქვთ შესაძლებლობა ქვემოთ მოცემული სურათების მეშვეობით შეაფასოთ გერმანელების ნამუშევარი.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 770 | დაამატა: giorgialada | რეიტინგი: 0.0/

                                                                      
                                                                             
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *:
Block title
free counters
zzz
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ramadi.ucoz.com © 2024