შაბათი, 2024-05-18
RAMADI.UCOZ.COM
სექციის კატეგორიები
კინოები
კლიპები
პროგრამები
თამაშები
სურათები
ქაუნთერ სტრაიკი
Cd key crack
ვიდეოები ომზე
მუსიკები
მულტფილმები
ანტი ვირუსები
LIVE FOR SPEED
სტატიები
ონლაინ ვიდეო
მობილურისთვის
zzzzzzzzzzzzzzzzzz
ზზზზზ
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
რეკლამა 2
zzzzzzz
მთავარი » 2010 » იანვარი » 9 » 2010 Mercedes-Benz C-class
10:23 AM
2010 Mercedes-Benz C-class
C63 AMG გამოირჩევა სხვა C-კლასის მოდელებისგან 451ცხენისძალიანი V8 ძრავით და AMG_ს უნიკალური სტილით, 18’_იანი დისკებით, სრული სპორტული პაკეტით და განახლებული სამუხრუჭე სისტემით. ამ მოდელში განსაკუთრებულია საჰაერო ჭრილები, AMG_ს მკაცრი ზოლები მთელ სიგრძეზე და ბამპერები. ინტერიერში ვხვდებით ასევე AMG_ს სპორტულ სავარძლებს, სპორტულ საჭეს და ალუმინის პედლებს. დისპლეიზე მონაცემები დაყოფილია სამ კატეგორიად: ”Warmup”, ”Setup” და ”Race”.  Warmup აჩვენებს ზეთის და ტემპერატურის ინდიკატორებს, Setup_ტრანსმისიის მიმდინარე რეჟიმებს, ხოლო Race კი ტაიმერს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დაინიშნოთ დრო გარკვეული სპორტული ილეთების შესრულებისას , განსაზღვროთ დანიშნულების ადგილამდე მისვლის დრო და სხვა... აღნიშნულ მონაცემებში ნავიგაცია ხდება საჭეზე არსებული ღილაკების მეშვეობით...
   ყველაფერ ამასთან ერთად C63 AMG იმითაცაა განსხვავებული, რომ მას აქვს პირველი ძრავი, რომელიც დამოუკიდებლად AMG_ს მიერაა შექმნილი. როგორც უკვე ავღნიშნეთ 6,3ლ V8 ძრავი გამოიმუშავებს 451 ცხენისძალას. მას თვითოეულ ცილინდრზე დაყენებული აქვს 4-4 სარქველი. C63_ს დაუყენეს შვიდსაფეხურიანი მექანიკური კოლოფი, თუმცა საჭეზე დამონტაჟებული ღილაკებით შესაძლებელია ავტომატური რეჟიმის გაქტიურებაც. შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი ნორმალურ და Formula-1 ტრანსმისიებს შორისაც. AMG_მ წარმოადგინა ახალი ტექნოლოგიაც, ”ESP SPORT” რეჟიმი, რომლის ჩართვითაც ადვილდება მოსახვევების გავლა ე.წ. Drift_ით.
   სიახლეებს გვთავაზობს 4MATIC_იც, რომელმაც გადაწყვიტა წარმოადგინოს მხოლოდ C300s sport და C300 luxury მოდელების თავისებური ვერსიები. 4MATIC_ში გადაწყვიტეს უკანა თვლების ნაცვლად წამყვანი ყოფილიყო ოთხივე ბორბალი. მათ გაზარდეს ავტომობილის წონაც(+65,7 კილოგრამით). 4MATIC_ის ასეთი ქცევის არსს ჯერ-ჯერობით ვერ მიხვდა ავტოსპეციალისტების და მოყვარულების უმრავლესობა, თუმცა რადგან 4MATIC_ს არ წარმოუდგენია საბოლოო ვერსია, შესაძლებელია ველოდოთ გარკვეულ ინოვაციებს მათი მხრიდან.
   C-კლასის 2010 წლის მოდელებს სალონში ექნებათ კომფორტის შესაქმნელი მრავალი საშუალება: ორ ზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, Bluetooth კავშირი ცენტრალურ კომპიუტერთან და დისპლეისთან. ავტომობილის ელექტროსისტემას შეუძლია გვამცნოს ყოველ მოსახვევამდე დარჩენილი მანძილი, მიმართულება, საწვავის ხარჯვის ეფექტურობა და სხვა მრავალი სასარგებლო ინფორმაცია. C-კლასს აქვს ულტრათანამედროვე აუდიო სისტემაც, რომელიც შედგება 8 დინამიკის, ”aux” კონტროლერის და Bluetooth ინტერფეისისაგან. 6 დისკიანი CD-ჩეინჯერს აქვს ”CD-Ripping” ფუნქცია, რომელიც 40GB მოცულობის მეხსიერებაში ინახავს ყოველი CD დისკის შემცველობას, ასე რომ აღარაა საჭირო ყოველ ჯერზე დისკების ჩადება.
   ამასთან ერთად Mercedes_ში არ დავიწყებიათ უსაფრთხოებაც. როგორც ყველა სხვა მოდელში, აქაც მრავლადაა ჰაერის ბალიშები და სენსორები. როგორც ჩანს აღნიშნული მოდელი საკმაოდ მიმზიდველი და წარმატებული იქნება გაყიდვაში ჩაშვების პირველივე დღიდან.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 776 | დაამატა: giorgialada | რეიტინგი: 0.0/

                                                                      
                                                                             
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *:
Block title
free counters
zzz
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ramadi.ucoz.com © 2024