პარასკევი, 2024-05-17
RAMADI.UCOZ.COM
სექციის კატეგორიები
კინოები
კლიპები
პროგრამები
თამაშები
სურათები
ქაუნთერ სტრაიკი
Cd key crack
ვიდეოები ომზე
მუსიკები
მულტფილმები
ანტი ვირუსები
LIVE FOR SPEED
სტატიები
ონლაინ ვიდეო
მობილურისთვის
zzzzzzzzzzzzzzzzzz
ზზზზზ
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
რეკლამა 2
zzzzzzz
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » დრენტეს ყველაფერი უხარია
11:28 PM
დრენტეს ყველაფერი უხარია

მადრიდის რეალის ჰოლანდიერმა ლეგიონერმა, როისტონ დრენტემ პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც მან ისაუბრა მადრიდის რეალში მიმდინარე საინტერესო პროცესებზე.

– დღეს თქვენ ვალდებასაზე პეპე ნახეთ. როგორ გამოიყურებოდა? არის თუ არა ისევ ისეთ ხასიათზე, როგორზეც ადრე? ბრაზილიელები ხომ მუდამ კარგ ხასიათზე არიან?

– ძალიან გამიხარდა მის სახეზე ღიმილის დანახვა. დღეს იგი ბევრს ხუმრობდა. ჩემი აზრით, პეპე უკეთაა და ყველაფერი კარგად მიდის.

– ბარსელონასთვის ახალი წელი ცუდად დაიწყო. გუნდმა ვერც ვილიარელათან გაიმარჯვა, არც სევილიასთან გამოუვიდა რამე. რეალის გულშემატკივრებს ეს ნამდვილად ახარებთ...

– ამის თქმა ადვილია. ასე ამბობდა ხალხი ჩვენს შესახებაც გასულ წელს. ბარსელონას სევილიასთან დამარცხება წარმოუდგენელი არ ყოფილა, რადგან ეს უკანასკნელი ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდი შეიძლება დამარცხდეს.

– რამდენად კარგ განწყობაზე შეხვდით 2010 წელს?

– ჯერ 23 წლისაც არ ვარ და ყველაფრით კმაყოფილი ვარ, რაც ჩემს გარშემო ხდება. ვარჯიშისგან და თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ და ოჯახიც ჩემს გვერდითაა.

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ გარეშე ფეხბურთის თამაშს შევძლებდი. 2010 წელს ვაპირებ ჩემი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.

– ბარსელონა ჯერ კიდევ თამაშობს ესპანეთის სამეფო თასზე. ამის გამო რეალს ჩემპიონატში უპირატესობა აქვს? თქვენ ხომ სამეფო თასის თამაშების დღეებში დასვენება გიწევთ...

– ჯერ ერთი, რომ დასვენება არ გვიწევს, იმ დღეს ვარჯიშები გვაქვს (იცინის). ჩვენ სამეფო თასზე აღარ ვასპარეზობთ, რისი წყალობითაც სავარჯიშოდ და ჩემპიონატის მატჩებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო გვაქვს.

მაგრამ, ჯერ არავინ იცის, რა მოხდება. ბარსელონამ წინა სეზონში ესპანეთის თასზე ბოლომდე ითამაშა, მაგრამ ყველა ტურნირის მოგება მაინც მოახერხა.

– მადრიდის რეალი სამეფო თასის გათამაშებას ალკორკონმა გამოთიშა. თუ უყურეთ ალკორკონსა და რასინგს შორის გამართულ შეხვედრას და რა გრძნობა დაგეუფლათ მის დროს?

– ეს უკვე წარსულია. ჩვენ წავაგეთ და ალკორკონმა მოიგო, მეტი არაფერი მომხდარა. დროში უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. ამჟამად გუნდი კარგად მუშაობს და სათასო ფიასკოდან მოყოლებული, ასე ცუდად აღარ გვითამაშია.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 977 | დაამატა: giorgialada | რეიტინგი: 0.0/

                                                                      
                                                                             
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *:
Block title
free counters
zzz
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ramadi.ucoz.com © 2024